logo_geo
eng_logo
„ისრაელის კომპანიებიდან 80 მილიონი დოლარის პროექტები ხორციელდება“
- +

10 ივნისი. 2016. 10:41



საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის კომპანიებიდან 80 მილიონი დოლარის პროექტები ხორციელდება, წლის ბოლომდე კი 20-25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განორციელდება.


მისი თქმით, მომავალ წელს, შესაძლოა, ინვესტიციების მოცულობამ 35 მილიონი შეადგინოს.

 

ივლისის თვეში, ისრაელის კომპანია გახსნის სამრეცხაოს, სადაც განხორციელდება 2 700 000 დოლარის ინვესტიცია. ასევე გაიხსნება Boutique Hotel", სადაც განხორციელდება 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ამასთან, მომავალ წელს გაიხსნება დიდი სასტუმროები - გერგეთის სასტუმრო, აბანოთუბანში არტ ოტელი" და რიქსოს თბილისი", - განაცხადა იციკ მოშემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner