logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ძალისხმევის უპრეცედენტო მობილიზებაა
- +

14 დეკემბერი. 2019. 17:53

 

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

 

„ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და ძალისხმევის უპრეცედენტო მობილიზებაა. მესმის, რომ ყველანი ვართ ნერვებზე, მაგრამ ემოციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოვიყენოთ იმისათვის, რომ წარმატება დადგეს და წარმატება არის ის, რომ ეს ადამიანი ოჯახს, ქვეყანას, თავის კლინიკას და დედაქალაქს დაუბრუნდეს“, - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს და შესაბამისი კითხვის საპასუხოდ დაამატა, რომ საკრებულოს წევრის დღევანდელი განცხადება მიუღებელია.

 

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექსტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განთავსებული ტექსტის განმარტებისას კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა“.

 

„სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებლად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა“, - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner