logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ევროპის საბჭოს თავჯდომარეობას
- +

14 დეკემბერი. 2019. 18:27

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება, „საქართველოს გზა ევროპისკენ“, არის ახალგაზრდების ძალიან კარგი ინიციატივა, რომ ერთად აღინიშნოს საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რაც ქვეყნისთვის არის დიდი პასუხისმგებლობა. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო თავმჯდომარეობის  პირობებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ის გამოწვევები, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს, თავმჯდომარეობის პირობებში იყოს შესაბამისად ადრესირებული და იმ ინიციატივების ფარგლებში, რომელიც საქართველომ 27 ნოემბერს სტრასბურგში წარადგინა, ხელს შეუწყობს ორგანიზაციის გაძლიერებას.

 

„კარგად არის ცნობილი ის 4 პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ექნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ახალგაზრდობის ჩართულობა დემოკრატიის გაძლიერების პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რაც არის დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ასევე, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის თავსებადობა, ასევე ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა. ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც აქტუალურია ამ ორგანიზაციისთვის და ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ხელს შევუწყობთ, რომ 6 თვის განმავლობაში ის ღონისძიებები, 14 დიდი ღონისძიება არის დაგეგმილი, რომლის მასპინძელი იქნება საქართველო, როგორც სტრასბურგში, ისე თბილისში და მთლიანად აღმასრულებელი სტრუქტურა, საკანონმდებლო სტრუქტურა, პარლამენტი, პასე, სასამართლო თუ ასამბლეის ფარგლებში აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ პროცესებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის თავჯდომარეობას ახლავს თან და განმარტა თუ როგორი მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ევროპელ კოლეგებს, რომ სახელმწიფო აპარატი,  საკანონმდებლო სტრუქტურა მუშაობს გამართულად  ისე, როგორც ეს შეესაბამება საქართველოს ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ ღირებულებებს.

 

„მინდა, ასევე საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ თავჯდომარეობას. ხშირად მესმის დამცინავი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანბანით, როტაციით მოუწია თავმჯდომარეობა საქართველოს. დიახ ჩვენ როტაციის წესით მოგვიწია თავმჯდომარეობა, მაგრამ ეს არის იმ პასუხისმგებლობის ჩვენ თავზე აღება, რომელიც საერთოა ამ მთლიანად დიდი ორგანიზაციისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი ქვეყანა, არ იღებს ამ პასუხისმგებლობას და ხშირად მის თავმჯდომარეობას გადააბარებს მას შემდგომ ქვეყანას. ამიტომ ის, რომ ჩვენი სახელწმიფო სტრუქტურები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ის სამინისტროები, რომლებიც ამ პრიორიტეტების განხორციელებაში იქნებიან პასუხისმგებელი, არის კიდევ კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო აპარატი, ჩვენი მოხელეები, წარმოჩნდნენ მთლიანად იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც არის საერთო ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის და ჩვენ ჩვენი უპირატესობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს,  თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner