უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მან რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე ხელი ჩამოართვა.
„თუ გვსურს და ჩვენ ნამდვილად გვსურს ომის დასრულება, უნდა ვისაუბროთ. გულახდილად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ ჩვენს მიწას დავიბრუნებთ, ოკუპირებულ დონბასს - კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ ხელს, თუ ყირიმი დაგვიბრუნდება და ერთ დღეს ასეც იქნება, ასჯერ ჩამოვართმევ ხელს. მსგავსი რაღაცებისთვის მხოლოდ შედეგის მისაღებად ვარ მზად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში, მოქალაქეების ნაწილმა, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს ხელის ჩამორთმევის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.