logo_geo
eng_logo
პაატა სალია: საბოლოო ჯამში ბრძოლაში გამარჯვებას ქიბარ ხალვაში მოიპოვებს
- +

10 ივნისი. 2016. 11:12



ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ იმედი აქვთ, საბოლოო ჯამში ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას.



მისი თქმით, დავა ჯერ დასარულებუილი არ არის და მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ გასაჩივრების გადაწყვეტილებას.



სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა პაატა სალიამ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner