logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს სისხლის სამართლის წესით
- +

10 ივნისი. 2016. 11:21



საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ტელეკომპანია „მაესტროში" თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.



მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა დღევანდელ ინციდენტზე მაესტროში". საქართველოში უნდა დამთავრდეს ამ ლანძღვით მლანძღველების" პარპაში. ამის გარეშე ჩვენ განწირული ვართ დაღუპვისათვის.

ცილისმწამებლებმა სათანადო პასუხი უნდა მიიღონ და ამაში სოლიდარულები უნდა ვიყოთ. .. თმენის ვალდებულება" არ გულისხმობს შეურაცხყოფის თმენის ვალდებულებას. მრავალჯერ უპასუხოდ შეურაცხყოფის თმენა იწვევს ადამიანის სულიერ დეგრადაციას, ხოლო დეგრადირებული მმართველები ქვეყანას ვერ გადაარჩენენ.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს სისხლის სამართლის წესით. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს მკაცრი და სამართლიანი წესრიგი.

ირმა ინაშვილს მინდა მადლობა გადავუხადო მისი სამართლიანი და ვაჟკაცური პოზიციისათვის. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ ოპონენტს, სწრაფ ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თავის მომხრეებთან ერთად, რომლებსაც ვთხოვ, გამათავისუფლონ თავისი მეგობრობის პატივისგან", - განაცხადა სოსო მანაჯავიძე.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner