ბათუმში, ექიმის მიმართ მუქარის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება კლინიკა „მედცენტრის“ ექიმის ზვიად ბახტაძის მიმართ მუქარას.
ექიმ ზვიად ბახტაძის განმარტებით, გარდაცვლილი პაციენტის შვილი მას ხშირად ემუქრებოდა და მუშაობის დროს ქირურგიულ განყოფილებაში ცივი იარაღით შეიჭრა.
დაკავებული ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 151-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც მუქარას გულისხმობს.