logo_geo
eng_logo
ბათუმში, ექიმის მიმართ მუქარის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
- +

15 დეკემბერი. 2019. 00:50

 

 

ბათუმში, ექიმის მიმართ მუქარის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება კლინიკა „მედცენტრის“ ექიმის ზვიად ბახტაძის მიმართ მუქარას.

 

ექიმ ზვიად ბახტაძის განმარტებით, გარდაცვლილი პაციენტის შვილი მას ხშირად ემუქრებოდა და მუშაობის დროს ქირურგიულ განყოფილებაში ცივი იარაღით შეიჭრა.

 

დაკავებული ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 151-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც მუქარას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner