logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მშიერი ბავშვების რაოდენობა...
- +

17 დეკემბერი. 2019. 10:23

 

 

„ვფიქრობ, უფასო სკოლა, უფასო ბაღი და უფასო წიგნები მნიშვნელოვანი შეღავათია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

 

„მოსახლეობა, რომელიც დასაქმდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, გაცილებით მეტია და ნელი ტემპით, მაგრამ ყოველდღიურად იკრებს ძალას. მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შემწეობის მიმღებთა პროცენტული რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ბიუჯეტში შემტანთა რაოდენობა. ეს პრობლემა ქვეყნაში 90-იან წლებიდან არსებობს. ქვეყნის ეკონომიკა ინგრეოდა და შესაბამისად, ხალხის დასაქმებაზე არავინ ფიქრობდა. პრობლემა ახლაც არის. მაგრამ ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მშიერი ბავშვების რაოდენობა, რომელთაც დაენიშნათ გარკვეული თანხა და კვების ვაუჩერი. ვფიქრობ, უფასო სკოლა, უფასო ბაღი და უფასო წიგნები მნიშვნელოვანი შეღავათია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის“,-აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner