logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
- +

15 დეკემბერი. 2019. 11:01

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16 -19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

 

ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში  გამართავენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, დენიელ ტვინინგთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტთან მაიკლ სვეტლიკთან, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება აშშ კონგრესში.

 

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე შედიან.​

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner