logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკო რუსულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის
- +

10 ივნისი. 2016. 11:55



უკრაინელი სამხედრო მფრინავმა, რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ BBC"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, რუსულ ოპოზიციასთან ითანამშროლოს. მისი თქმით, ის ვერ ხედავს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას კრემლში ხელისუფლების შეცვლამდე.



მე ვხედავ, რომ ადამიანები მარადიულები არ არიან, ისევე, როგორც პრეზიდენტები. მე რუსეთში სხვა პრეზიდენტს, სხვა პოლიტიკას ვხედავ. მე ვხედავ რუსებს, რომლები იმუშავებენ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. მათ ჰყავთ ასეთი ადამიანები. ეს არის მათი ოპოზიცია. მე ვხედავ, რომ მათთან მომავალში თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენ ხანსაც არ უნდა გასტანოს მან, ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

ვლადიმ პუტინს არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა ჩემი შეწყალებისა, რადგან, თუ ის ამას არ გააკეთებდა და მე ციხეში მოვკვდებოდი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება საბოლოოდ გაიგებდა, რა არის რუსეთი", - განაცხადა სავჩენკომ.



მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დასრულება ხვალვე იქნება შესაძლებელი, თუ ამისათვის ორივე მხარის თანხმობა იქნება.



ჯერჯერობით არის ორივე მხრიდან ხალხის სურვილი, რიგითი ადამიანების, თუმცა არ არის პოლიტიკური ნება. როგორც კი ორივე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, კონფლიქტის დასრულება ერთ დღეში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner