საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
როგორც იონათამიშვილმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, დღეს ნებისმიერი სახის პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიუღებელია.
„მე დღეს აქ მოსული ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს აქ ნებისმიერი სახის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არის ძალიან უხერხული და მიუღებელი. ვხედავ, რომ ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს ამის მცდელობა აქვს და ვფიქრობ, როდესაც პოლიტიკურ კლიშეებში გინდა, მოაქციო ყველაფერი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და დაბალი ეროვნული კულტურის მაჩვენებელი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.