logo_geo
eng_logo
ყაზახეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი ლიკვიდირებულია
- +

10 ივნისი. 2016. 11:56



ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი.


ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ცნობით, სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი.



5 ივნისს ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აქტობეში შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა ათობით ადამიანი.



სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 13 სავარაუდო დამნაშავე მოკლეს, რამდენიმე მათგანი დააკავეს, კიდევ 8 პირი ძებნაშია გამოცხადებული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner