logo_geo
eng_logo
თბილისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას უმასპინძლებს
- +

15 დეკემბერი. 2019. 17:04

 

თბილისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციის თემაა: დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში.

 

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაოლო პისკო.

 

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი პლენარული სესია, სადაც მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

 

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სასტუმრო „ბილტმორში“ 16 დეკემბერს, 09:30 საათზე გაიხსნება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner