პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გმობს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას. მისი თქმით მომხდარი დანაშაული ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე კი დასჯილი.
„პოლიტიკას გამოვრიცხავ და დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას. მე მგონი არ უნდა ჰქონდეთ "თავისუფალ დემოკრატებს" საფუძველი, იფიქრონ, რომ გამოძიება ტენდენციურია. თუ აქვთ რაიმე არგუმენტი, კი ბატონო. მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ასეთ საქციელს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მან გამაკრიტიკა და შეურაცხყოფა მომაყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი საქციელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული, გამართლებულია, ეს რა თქმა უნდა დასაგმობია", - განაცხადა მეჭიაურმა.