ფრანგული გამოცემა „Le Figaro"-ს ცნობით, სტიქიის გამო საფრანგეთის სამ დეპარტამენტში საფრთხის „ნარინჯისფერი" დონე გამოცხადდა.
ძლიერი წვიმის გამო საფრთხის დონე გაიზარდა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დეპარტამენტებში.
მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვიოს.
საფრანგეთში სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის ქალაქები და ზოგიერთი რეგიონი.