logo_geo
eng_logo
შსს: არასრულწლოვანთან კომუნიკაცია, მხოლოდ მშობლის თანდასწრებით განხორციელდა
- +

15 დეკემბერი. 2019. 21:35

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.

 

ნინო ცაციაშვილმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

 

მისი თქმი, არასრულწლოვანს დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს 1-ლი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა.

 

აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე და რეალურად, აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან, მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხაზგასმით აღნიშნა რომ, გამოკითხვისას მოზარდი როგორც პირველ ასევე მეორე დღეს მშობელთან ერთად იმყოფებოდა.

 

 „როგორც პირველ დღეს, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან ხორციელდებოდა, მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა პირველ  დღეს არასრულწლოვნის დედა.  რაც შეეხება არასრულწლოვნის ძმას, მას არანაირი შეხება არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, შესაბამისად, მასთან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ყოფილა“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner