"მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვნის გამოკითხვის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განმარტებები გააკეთა და ბრიფინგის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
ნინო ცაციაშვილმა არასრულწლოვნის მიერ, სავარაუდო ზეწოლის შედეგად აღიარების ფაქტზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა: „აღიარებასთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს მის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული და საზოგადოებაში ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით რომ მხოლოდ ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული აღიარებითი ინფორმაცია,“ - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
მისივე თქმით, იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავად გაეცემა პასუხი.
ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“ - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.