logo_geo
eng_logo
ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი, შესაძლოა, ჩაიშალოს
- +

10 ივნისი. 2016. 12:07



საფრანგეთის რკინიგზის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვას ევრო-2016-ის დაწყების დღეს გამოაცხადებენ, რამაც შესაძლოა, საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი ჩაშალოს.


მთავრობის მიერ ინიცირებული შრომითი რეფორმის გამო, საფრანგეთი გაფიცვებმა მოიცვა. მემანქანეები იმუქრებიან, რომ მოედან „სტად დე ფრანსამდე" მიმავალ სარკინიგზო ხაზს დაბლოკავენ.



საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ადგილობრივ პროფკავშირებს საყოველთაო გაფიცვებით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლის მცდელობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.



მივმართავ თითოეული თვენგანის პასუხისმგებლობის გრძნობას, რადგან, თუ სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობა და აკეთებს ამას, ის ყველა საჭირო ზომას მიმართავს. მე ყურადღებით დავაკვირდები მოვლენებს და თუ საჭირო იქნება გადაწყვეტილებები, ისინი მიღებული იქნება", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.



საფრანგეთში მიმდინარე კვირას ჩასულ გულშემატკივრებს ქუჩებში დაგროვებული ნაგავი დახვდათ, რადგან პროფკავშირებმა ნაგვისგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობა დაბლოკეს.



პროფკავშირების პროტესტთან ერთად საფრანგეთში ევრო-2016-ის მიმდინარეობისას ტერაქტების საფრთხე არსებობს.



საფრანგეთის პრეზიდენტი ფეხბურთის მოყვარულებს ქვეყანაში მაქსიმალური უსაფთხოების უზრუნველყოფას ჰპირდება.



საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატის დროს, რომელიც საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ქვეყანაში ჩასულ გულშემატკივრებს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო დახვდებათ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner