ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური დევნა არაა.
„რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური დევნა აქ არ არის, არის გამოძიება. გამოძიებასთან ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ. ესაა ჩვეულებრივი პროცესი, ამის პოლიტიზირება არასწორია“, - აღნიშნა თურნავამ.