logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძე: ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის განცხადება მიუღებელია
- +

16 დეკემბერი. 2019. 14:40

 

 

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის კომენტარზე განცხადება გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიზანია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

 

„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ და ძალიან მოკლე ვადებში ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. ჩვენ ამაში ერთიანები ვართ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

რაც შეეხება, ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს განცხადება იყო ემოციური და არაკორექტული.

 

„მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან.  მსგავსი განცხადებები ცალსახად მიუღებელია. საკრებულოს  უმრავლესობა აუცილებლად შეიკრიბება. ჩვენ გვექნება კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში, სადაც ვიმსჯელებთ ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, რასაც ყველა შეიტყობს. მე მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ ამგვარი განცხადებები მიუღებელია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner