logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გერმანულ და ე.წ. ავღანურ მოდელებზე უარი ითქვა, 20 დეკემბერს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ჯერ არ ვიცით
- +

16 დეკემბერი. 2019. 15:01

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 20 დეკემბერს დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის რომელ მოდელზე იმსჯელებენ.

 

„ჯერ არ ვიცით, რაზე ვიმსჯელებთ, რადგან „გერმანულ მოდელზე“ უარი ითქვა, ის არის ანტიკონსტიტუციური, ეგრეთ წოდებულ ავღანურ მოდელზე გუშინ ითქვა უარი, რადგან ეს არის „ავღანური მოდელი“ და ვერ გახდება ქართული მოდელი, ხოლო პარასკევს რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ამაზე მიმდინარეობს შუამავლების აქტიური ჩართულობით წინარე დისკუსიები. არ არის ჯერ ჩემთვის ცნობილი. როდესაც ვამბობ, რომ პარასკევს, არ ვიცი, რაზე ვიმსჯელებთ, შესაბამისად ვერც ის მეცოდინება, წავალ თუ არა დათმობაზე“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გუშინ, 15 დეკემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

 

შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

 

თეა წულუკიანის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში არსებობს.

 

წულუკიანის განცხადებით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner