logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება
- +

16 დეკემბერი. 2019. 15:10

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების შესახებ აცხადებს, რომ მის მიმართ რამე სახის პოლიტიკური დევნა არ  ხორციელდება.

 

წულუკიანის თქმით, ვიდრე კონკრეტულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პროცესის წარმოება ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

 

ამასთან, წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

„არ მგონია, რომ რაიმე დევნაა. მე არც გამომძიებელი გახლავართ, არც პროკურორი და ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მე ვიცი ზოგადი პრინციპი, რომ როდესაც კანონს და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ პირისადმი შეკითხვა, სანამ საქმე ხანდაზმული არ არის, ეს კითხვა შეიძლება, დაისვას ნებისმიერ დროს. ამ საქმეზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო ორგანომ. მე გეუბნებით ზოგად პრინციპს, რომ ვიდრე  ხანდაზმული არ არის მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პროცესის წარმოება, ნებისმიერ დროს შეიძლება, დაისვას შეკითხვა“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner