logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: „გერმანულ მოდელს“ მხარს არ დავუჭერ
- +

10 ივნისი. 2016. 12:22


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანი განცხადებით, საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს" მხარს არ დაუჭერს.



გერმანულ მოდელს" მხარს არ დავუჭერ. მთავარი არის ის, რომ ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საარჩევნო კანონი და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარებთ სამართლიან და ობიექტურ არჩევნებს, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი. გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით კონსტიტუციასთანაც არის კითხვები. ჩვენი ვითარების ადეკვატური ის საარჩევნო სისტემაა, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.



პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ე.წ.გერმანულ მოდელზე იმსჯელებენ. ცვლილება „რესპუბლიკელების" მიერ არის ინიცირებული და მისი განხილვა პირველი მოსმენით მოხდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner