logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: ნუთუ, არ გრცხვენიათ?! ამოასუნთქეთ ქვეყანა!
- +

16 დეკემბერი. 2019. 17:32

 

 

მოკლედ, მე ერთს ვიტყვი. არ ვიცი, დასავლეთ საქართველოში როგორ არის, მაგრამ კახეთში ერთ მტკაველ მიწას ვერ ნახავთ დაუმუშავებელს. დღეს დავბრუნდი სოფლიდან, ვენახში წავიმუშავეთ ცოტა. თბილისისკენ მომავალი გზიდან მინდორ-ველებს და ვენახებს ვაკვირდებოდი. გული გაგინათდება, ისეთი მოვლილი, ნაპატრონები და მიხედილია ყველაფერი. ჩამოვედი თბილისში, ჩავრთე ტელევიზორი და გეფიცებით, დამამძიმა ამდენმა ნეგატივმა, პოლიტიკოსების დემაგოგობამ და ამდენმა უტიფრობამ. ასე მეგონა, სულ სხვა რეალობაში ვიყავი და სხვა რეალობაში დავბრუნდი. სოფლად ხალხს უკეთესი მომავლის იმედი აქვს. შრომობენ, შრომობენ და კიდევ შრომობენ. ჩააბარეს ყურძენი, დააბინავეს მოსავალი, სახლებს ირემონტებენ, ცხოვრების პირობებს იუმჯობესებენ. ზრდიან მეურნეობას, იმ იმედით, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი ექნებათ...

 

ისმის კითხვა? რომ შრომობენ, იმას ასაღებენ? აქვე პასუხი: - რომ ვერ ასაღებდნენ, ხომ არ იშრომებდნენ?

 

იცით, მუშახელი რა ძვირია სოფელში? იცით, როგორ დაფასდა მშრომელი მარჯვენა? წარმოდგენაც არ გაქვთ. თქვენ იდექით აქ, რუსთაველზე და ითვალეთ თავები, ვინ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. ეს ისტერიაში მყოფი ტელეკომპანიები ხომ, საერთოდ, სხვა თემაა?

 

გულისამრევია უკვე ეს ყველაფერი - სკამებზე ბღაუჭი. ნუთუ, არ გრცხვენიათ?! ამოასუნთქეთ ქვეყანა, გვაცადეთ, რეალურ პრობლემებზე ვწეროთ. დროა, ხალხის ხმა ისმოდეს და არა პოლიტიკოსების ხავილი!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner