უკრაინის პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, ქალაქ ლუცკში დეპუტატ იგორ ლაპინზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
„ლუცკის გარეუბანში პოლიციელებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკრაინის სახალხო დეპუტატ იგორ ლაპინზე ყაჩაღურ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამჟამად დაკავებულები ქალაქ ლუცკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
უკრაინელი დეპუტატის იგორ ლაპინის განცხადებით, 9 ივნისს მასზე თავდასხმა განხორციელდა, ბოროტმოქმედებმა დეპუტატის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.