პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ლადო კახაძე აირჩიეს. მას მხარი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა. ლადო კახაძემ თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძე შეცვალა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
საკადრო გადაადგილებების აუცილებლობა ჯანდაცვის კომიტეტში კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის წასვლის შემდეგ დადგა. 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ დატოვა როგორც პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, დეპუტატის მანდატი.