logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: მჯერა, კონკრეტულ მოდელზე შევთანხმდებით, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის და ჩვენთვისაც
- +

16 დეკემბერი. 2019. 18:40

 

 

„რაც შეეხება მეოთხე რაუნდს, ჩვენ ბუნებრივია, ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან შეთავაზებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კახიანი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ გარკვეულ რეგულაციებზე შეთანხმებას, თუ როგორ ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები.

 

„მე მჯერა, საბოლოოდ, კონკრეტულ მოდელზე შევთანხმდებით, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის და ჩვენთვისაც.

 

რაც შეეხება მეოთხე რაუნდს, ჩვენ, ბუნებრივია, ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. არ მინდა, გავასწრო მოვლენებს და ბუნებრივია, ეს მეოთხე რაუნდის ფარგლებში იქნება ცნობილი. შეიძლება, ოპოზიციის მხრიდანაც იყოს რაიმე ახალი ვერსია შემოთავაზებული, ეს მოლოდინიც გვაქვს, რომ შეიძლება მათგანაც რაღაც ახალი მოვისმინოთ.

 

ფაქტია, რომ ყველა ამ შეხვედრამ ერთი რამ გამოკვეთა, რომ ჩვენი მხრიდან არის მზაობა იმისთვის, რაღაც კონკრეტულად შევჯერდეთ და ოპოზიციაც ვინაიდან იღებს ამ შეხვედრებში მონაწილეობას, მათი მხრიდანაც იგივე მზაობაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევთანხმდებით კონკრეტულ რეგულაციებზე, თუ როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner