logo_geo
eng_logo
წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი გადასცა
- +

16 დეკემბერი. 2019. 20:01

 

წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპ ფრანცისკეს.

 

 

 

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა რომის პაპთან, რომელმაც გულთბილ გარემოში ჩაიარა. შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა პონტიფექსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

 

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას.

 

 

 

შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

 

 

 

საქართველოს ელჩმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი - იოსების სიზმარი, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და ქართული ღვინო, რომელიც გაფორმებული იყო სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ვაზის რტოთი.

 

 

 

რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია წმინდა საყდრის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner