საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და თინა ბოკუჩავას პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უთხრა, რომ ციხეში შესვლის უფლებას იმიტომ არ აძლევენ, რომ იქ სული არ დააყენონ.
ამ რეპლიკით უპასუხა ყაველაშვილმა სერგო რატიანის მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომლითაც ის 20 ივნისს დაკავებული პირების მონახულებას ითხოვდა.
„სუნი დგას აქ, ახლა ლაპარაკობთ ნორმალურად? ძალიან სერიოზულ საკითხზე შემოვედით, აწამებთ ადამიანებს, ნაწამები არიან ადამიანები,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
რის შემდეგაც ყაველაშვილმა მათ პარლამენტში გასულ კვირას გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე პირის შეუძლოდ გახდომა შეახსენა.
„ჩვენ კარგი, არ გადარდებთ, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები არ გადარდებდათ? არ გეცოდებოდათ? თქვე უსირცხვილოებო მართლა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.