logo_geo
eng_logo
ახალარჩეული უზენაესის მოსამართლეები სხვადასხვა თანამდებობაზე გადანაწილდნენ
- +

16 დეკემბერი. 2019. 23:51

 

 

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა.

 

პლენუმის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკასაციო პალატებში განაწილების საკითხი, მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთა განაწილების საკითხი და უზენაესი სასამართლოს საკასაციო საქმეთა პალატების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.

 

უზენაესი სასამართლოს ცნობით, პლენუმის სხდომას ესწრებოდა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლადარჩეული 14 მოსამართლე.

 

პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა ასე განისაზღვრა: სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმმა ერთხმად აირჩია მოსამართლე შალვა თადუმაძე. ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი.

 

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს,ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

 

მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დააგინა, რომ უზენაეს სასამართლოში შემოსული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები.

 

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა. მოგვიანებით მათ საკანონმდებლო ორგანოში ფიცი დადეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner