logo_geo
eng_logo
ანიტა ინდოეთში გაემგზავრება: გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა
- +

17 დეკემბერი. 2019. 00:26

 

 

2 წლის ანიტა ინდოეთში გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ რისკი ძალიან დიდია, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. ინფორმაციას ანიტასთვის შექმნილი ჯგუფის ადმინი ავრცელებს.

 

“32-შუაღამემშვიდობის ანიტას გულშემატკივრებო!

ანიტას მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

დღეს გაუკეთდა გულის ულტრასონოგრაფია რომელმაც აჩვენა, რომ განდევნის ფრაქციამ ძალიან ცოტათი, მაგრამ 16%-მდე აიწია.

 

დღეს მთელი დღე ბებიების გარემოცვაშია ჩვენი ნებიერა. რა თქმა უნდა ეს მის განწყობაზეც და მისი მშობლების მდგომარეობაზეც დადებითად აისახა.

 

ექიმების მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ავსტრიელების თქმით, ანიტას მგზავრობა უკიდურესად დიდი რისკთან არის დაკავშირებული.

დღეს ავსტრიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სთხოვეს ავსტრიის სახელმწიფოს ე.წ. “ბერლინის გული” ჩაეყენებინათ ანიტასთვის, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება ინდოეთამდე, თუმცა მორიგი უარის მიღების შემდეგ გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა.

 

სულ ახლახანს მივიღეთ ინდოეთამდე გადაფრენის ინვოისი, რომლის მიხედვითაც ანიტას 12 საათიანი მგზავრობის საფასური

110 580 $ შეადგენს.

 

ამ ეტაპზე სასწრაფოდ გვესაჭიროება ანიტას და მისი მშობლების პასპორტები, რომელიც ჯერ არ დაუბრუნებია ავსტრიის სახელმწიფოს და ინდოეთის ვიზები. ამ ტექნიკური დეტალების მოგვარებაში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო. ვიმედოვნებთ, რომ მათი დახმარებით, ამ საბუთების სრულყოფა მოხდება უახლოვეს მომავალში და არაუგვიანეს ოთხშაბათისა ანიტა უკვე მოახერხებს გამგზავრებას, რადგან როგორც იცით მისი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მწვავე ფაზაში შევიდა.

 

როგორც დაგპირდით არც ერთი წამი არ გავჩერდებით სანამ გამოსავალს არ ვიპოვნით!

 

ჩვენ მოვიგებთ #ანიტასსთვის”.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner