logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: „რუსთავი 2“-ის საკითხი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე არ მოქმედებს
- +

10 ივნისი. 2016. 12:55



უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დავა მესაკუთრეებს შორის მიმდინარეობს და ეს პროცესები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე არანაირად არ მოქმედებს.


მისი თქმით, ქვეყანაში მედიაზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი.



სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი შეტევა არ ხდება თავისუფალ მედიაზე. ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის. ეს ქართულ დემოკრატიას არანაირად არ მიაყენებს ჩრდილს, რადგან სასამართლო არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი დემოკრატიული პროცესების. ბიძინა ივანიშვილს კი ამ პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner