logo_geo
eng_logo
სოფო კილაძემ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი და ზურა ბუდაღაშვილი მოინახულა
- +

16 დეკემბერი. 2019. 20:00

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  გლდანის ციხეში ბრალდებულების დედებთან და ადვოკატთან, ვახტანგ იაშვილთან ერთად მივიდა.

 

გლდანის  მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში  შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ დაკავებულების დედებს  შვილების ჯანმრთელობის და მათი უფლებების  მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

„მოვინახულეთ  დაკავებული ახალგაზრდები. მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ბუდაღაშვილის  თხოვნა იყო, რომ შეეცვალათ მისთვის საკანი და მე ვთხოვე ადმინისტრაციას მისი სხვა საკანში გადაყვანა, რაც დაკმაყოფილდა. ხვალ არის მათი სასამართლო და ვიმუშავებთ, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.  მე მათ ადვოკატის თანდასწრებით გავესაუბრე და მათ არ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ აქვთ რაიმე  ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა. თავს გრძნობენ ნორმალურად, ბესიკ თამლიანის შემთხვევაში მისმა ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ოპერაციამ ჩაიარა კარგად“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner