ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრაზე კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებაზეც მსჯელობენ.
როგორც „რეპორტიორისთვის" გახდა ცნობილი შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ვადებს, როდის მოხდეს ქორწინებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება კოსნტიტუციაში.
„დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული ოცნების" წევრების მიერ უკვე დაისვა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საკონსტიტუციო შესწორების საკითხი და ამ წუთებში მწვავე კამათია ამ საკითხზე, თუ როდის დაიწყონ პროცედურები, რომ ეს შესწორება შევიდეს კონსტიტუციაში. გიორგი ვოლსკი მხარს უჭერს, რაც შეიძლება მალე გაკეთდეს ეს ჩანაწერი ქვეყნის უმაღლეს კანონში", - განუცხადა წყარომ „რეპორტიორს".