logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული
- +

18 დეკემბერი. 2019. 10:37

 

„მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული და ალბათ რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს ამ საკითხს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

 

„პირველი დღიდანვე ვიყავით ჩართულები. ჩვენი პრინციპი ასეთი იყო – ნებისმიერი ფორმატი, საშუალება, კონტაქტი უნდა გამოვიყენოთ, რათა სასწრაფოდ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩემს კოლეგასთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი, ვიდრე პრაღაში შედგებოდა შეხვედრა, პრაღაშიც პირველი თემა ეს იყო. გახსოვთ, ალბათ, იქაც გაკეთდა კომენტარი, რომ ისინი ამაზე იმსჯელებენ და უახლოეს დღეებში ელოდებიან მის გათავისუფლებას. ყველა უწყებაა ჩართული. მთავარია, შედეგი დადგეს, დაიხუროს ეს საკითხი, გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი და ამის შემდგომ ვისაუბროთ, რა და როგორ მოხდა. მთელი ჩვენი საგარეო რესურსია ამაში ჩართული და ხედავთ, რაოდენ დიდი რეზონანსი აქვს ამ საკითხს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner