იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
10 დეკემბერს „112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
არასრულწლოვანი პირი პოლიციაში მოწმის სახით, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა. 15 წლის მოზარდი „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლეა, რომელმაც უარყო ვანდალიზმის ბრალდება.
ამის შემდეგ, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა საცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის N115 -ე მუხლით მიმდინარეობს. უფლებამოსილება პოლიციის განყოფილების 2 თანამშრომელს შეუჩერდა.