logo_geo
eng_logo
15 წლის ბიჭი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კლინიკაში გარდაიცვალა
- +

17 დეკემბერი. 2019. 20:43

 

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

10 დეკემბერს „112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

არასრულწლოვანი პირი პოლიციაში მოწმის სახით, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა. 15 წლის მოზარდი „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლეა, რომელმაც უარყო ვანდალიზმის ბრალდება.  

 

 ამის შემდეგ, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა საცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის N115 -ე მუხლით მიმდინარეობს. უფლებამოსილება პოლიციის განყოფილების 2 თანამშრომელს შეუჩერდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner