logo_geo
eng_logo
„ელჩების კონფერენცია 2019-ის” ფარგლებში ევროპის ქვეყნებში არსებულ სკეპტიციზმზე ისაუბრეს
- +

17 დეკემბერი. 2019. 22:47

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენცია 2019 - საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის" ფარგლებში საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს.

 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც გავლენას ახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

 

საუბარი ასევე შეეხო  ევროპის ქვეყნებში არსებულ ევროსკეპტიციზმს.

 

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ  ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ და ამ კონტექსტში, 2020 წლის შემდგომი პერიოდის ამოცანებზე ისაუბრა.

 

მახარობლიშვილის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურ დაახლოებას.

 

შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე და ამ კონტექსტში ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებზე.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner