logo_geo
eng_logo
„დღეს თუ მაგდა პაპიძე ცდილობს, თავი გაიმართლოს, ეს იმიტომ, რომ მას არ დაერქვას საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელი“
- +

10 ივნისი. 2016. 14:10



ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის მსვლელობისას ნაფიცი მსაჯულებისადმი შესავალი სიტყვის წარმოთქმისას განაცახადა, რომ დღეს თუ მაგდა პაპიძე ცდილობს, თავი გაიმართლოს, ეს იმიტომ, რომ მას არ დაერქვას საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელი.



ადვოკატის თქმით, ყველაზე მეტად დაზარალებული არის მაგდა პაპიძე, რადგან მას მოუკლეს ქმარი და შვილი.



ეს არაა ის საქმე, როდესაც ქალმა ასე უმოწყალოდ მოკლა მისი მეუღლე და გაგუდა საკუთარი შვილი, რომელსაც ზრდიდა და იყო არაჩვეულებრივი, იდეალური დედა. მაგდა პაპიძე არის ყველაზე მეტად დაზარალებული, იმდენად, რომ მას მოუკლეს ქმარი და შვილი. ეს არის მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია და დღეს თუ მაგდა პაპიძე ცდილობს, თავი გაიმართლოს, ეს ხდება იმიტომ, რომ მას არ დაერქვას საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელი. მისთვის ცხოვრება, პრაქტიკულად, დამთავრებულია", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.


ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებაში წერია, რომ მეუღლეზე განაწყენებულმა პაპიძემ მოკლა ქმარი და შვილი, თუმცა, ბრალდების შესავალ სიტყვაში არსად იყო ნახსენები, რომ მაგდა პაპიძე ქმარზე იყო განაწყენებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner