logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს მანდატის დატოვებას ვერ ვაიძულებთ
- +

18 დეკემბერი. 2019. 13:11

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოს წევრის მიერ მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება, იყოს.

 

შესაბამისად, დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძეს ვერ აიძულებენ, საკრებულოდან წავიდეს. დავითულიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად მან უნდა მიიღოს.

 

„უნდა განვასხვავოთ ორი საკითხი, საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება, იყოს მხოლოდ პირადი განცხადება, რადგან სხვა იურიდიული მოტივი ამისი არ არსებობს. შესაბამისად, ამას ვერანაირად ვერ ვაიძულებთ, თუ მან არ მიიღო გადაწყვეტილება“ ,- განაცხად ბექა დავითულიანმა.

 

შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.

 

შუამდგომლობას  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებენ.

 

უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.

 

„უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, სრულიად ხაზგასმით და მკაფიოდ დაადასტურა, რომ ისინი ემიჯნებიან ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილისა და ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით. არ ეთანხმებიან არც მის ფორმას და არც მის შინაარსს. მიიჩნევენ სწორად ერეკლე კუხიანიძის უმრავლესობიდან გარიცხვას. ამაზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული და თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა ფრაქციის სხდომის ამ ოქმს. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები. პირველივე დღეს ყველა გაემიჯნა ამ ფაქტს. პროცედურის თანახმად, უმრავლესობის სხდომა უნდა იქნას მოწვეული დადგენილ ვადებში“ ,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner