logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძის უმრავლესობიდან გარიცხვა, საკრებულოს უმრავლესობის წევრების სინდისის კარნახით იყო მიღებული
- +

18 დეკემბერი. 2019. 13:45

 

 

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს  ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. განცხადება ამის შესახებ დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავთულიანმა გააკეთა.  როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობის თითოეული წევრის სინდისის კარნახით იყო მიღებული და არა იმ სპექტაკლით, რომელიც გუშინ საკრებულოში ოპოზიციამ დადგა.  მისივე თქმით, ერეკლე კუხიანიძის  ფრაქციიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას   „ქართული ოცნების“ სხდომაზე დამსწრე ფრაქციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

 „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა 15 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გამო. ამ ფონზე ყველაფერი  მნიშვნელობას კარგავს. თუმცა, უნდა გაცნობოთ გადაწყვეტილება, რომელზეც გუშინ, უმრავლესობის ფორმატში ვიმსჯელეთ. უკანასკნელ დღეებში მე ყველას ხაზგასმით განვუმარტავდი, რომ უმრავლესობა  კანონით დადგენილი პროცედურების მიხედვით შეიკრიბებოდა და მიიღებდა გადაწყვეტილებას ერეკლე კუხიანიძის განცხადებებთან დაკავშირებით. ასეც მოხდა და ჩვენი  გადაწყვეტილება უმრავლესობის თითოეული წევრის სინდისის კარნახით იქნა მიღებული და არა იმ სპექტაკლით, რომელიც გუშინ საკრებულოში ოპოზიციამ დადგა. ჩვენ შევიკრიბეთ კანონის შესაბამისად, პროცედურის მიხედვით დადგენილ ვადებში და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. საკრებულოს უმრავლესობამ ასევე ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს  უახლოეს სხდომაზე დავაყენოთ ერეკლე კუხიანიძის  გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner