logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გასაჩივრდება „რუსთავი 2“-ის საქმე და გავიგებთ, თუ რა ხდება სინამდვილეში
- +

10 ივნისი. 2016. 14:15



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკი განცხადებით, არსებობს უზენაესი სასამართლო, სადაც, სავარაუდოდ, გასაჩივრდება „რუსთავი 2"-ის საქმე და გავიგებთ, თუ რა ხდება სინამდვილეში.



ძალიან უცნაური პროცესი ვნახე დღეს, რომ ერთადერთი ტელევიზია, ვინც სიმართლეს ამბობს, არის რუსთავი 2" და არასდროს ნაციონალურ მოძრაობას", გვარამიას მეთაურობით, არავისთვის არაფერი წაურთმევია, საერთოდ ცხოვრებაში. არავინ არ საუბრობს იმაზე, რა საკითხთან დაკავშირებით იყო განხილვა, ყარამანაშვილები ფლობენ თუ არა უკანონოდ იმ ქონებას, რომელიც ეკუთვნოდა ქიბარ ხალვაშს, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და გვაქვს მხოლოდ იმის თაობაზე, თუ რა სამართლიანი იყო ბიზნესმენების მიმართ ნაციონალური მოძრაობა". არის უზენაესი სასამართლო და იქაც გასაჩივრდება ალბათ და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გავიგოთ, რა ხდება ამ ქვეყანაზე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner