logo_geo
eng_logo
ალექსანდრე რაქვიაშვილი: მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა
- +

18 დეკემბერი. 2019. 17:28

 

 

„მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ“,- ამის შესახებ ეკონომისტი და „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს.

 

მისი თქმით, თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა.

 

„პირველი გზა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, სამედიცინო მომსახურების სტაბილური და სწრაფი გაძვირების შედეგად, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის ეფექტიანი მუშაობის მოტივების დაქვეითებითაა განპირობებული, რადგან მისი მომხმარებელი არა ადამიანი, რომელიც უფრთხილდება თავის სახსრებს, არამედ ბიუროკრატებია, რომლებიც სხვის ფულს (გადასახადებით შეგროვებულ) ხარჯავენ. სისტემა მით უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსები, ვინაიდან არჩვენების წინ ამომრჩევლების მოსყიდვა მათი ბუნებრივი სურვილია. და ადრე თუ გვიან ძალაუფლებას მეტად სოციალისტი პოლიტიკოსი მოიპოვებს, რომელიც ამ სისტემის გაფართოებას მოითხოვს (როგორც ეს მოხდა აშშ-ში ბარაკ ობამას შემთხვევაში). ეს კი კიდევ უფრო გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. მეორე ალტერნატივაც, რომელიც ჩვენ რეალობას უფრო მეტად ჰგავს, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, თუმცა პირველისგან განსხვავებული გზით. მთავრობის სურვილი - დაარეგულიროს (პირველ რიგში დაწიოს) ფასი და შეამციროს ოპორტუნიზმი, ბიუროკრატიას ორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. პირველი - სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა, რაც ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრის მექანიზმია. ინფორმაცია კი აუცილებელია მეტწილად რეალისტური ფასების დადგენისთვის. თუმცა, ამას ე.წ. ჩანაცვლების ეფექტი მოყვება, როცა სახელმწიფო კლინიკები ჩაანაცვლებენ კერძო საავადმყოფოებს და დარჩენილი კლინიკების მომგებიანობას შეამცირებენ. მეორე - კვოტირება, რაც შედარებით დაბალი და ხელოვნური ფასების პირობებში ბაზარზე შექმნილი დეფიციტით და ხარისხის გაუარესების რისკებითაა გამოწვეული. თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო, დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ“, - წერს ალექსანდრე რაქვიაშილი

 

 http://forbes.ge

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner