logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ უპრეცედენტო ერთიანობა იყო
- +

10 ივნისი. 2016. 14:23



ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის, 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ უპრეცედენტო ერთიანობა იყო ხელისუფლების, ბიზნესის და საერთაშორისო მეგობრებს შორის.



პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ დაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცა თბილისის ბიუჯეტს.

შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა. სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხები, ასევე ორგანიზება გაუკეთა, რომ შემოწირულობები, მათ შორის კერძო შემოსულობები უფრო გამჭვირვალედ გახარჯულიყო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.



კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოთი და რა თანხა გამოიყო სარეზერვო ფონდიდან, ხადურმა უპასუხა, რომ თანხები, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო მოხმარდა ინფრასტრუქტურის აღდგენას.

 

 

გარწმუნებთ, მაღალი ხარისხის და დონის სამუშაოებია შესრულებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner