ფეხბურთელი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, გარდატეხის ასაკში, ახალგაზრდებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია დალაპარაკება და სათუთი დამოკიდებულება.
„არ შემიძლია არ ვთქვა ზუსტად ეს არის მთავრი პრობლემა!!! სად არის პედაგოგიური მიდგომა თქვენ ხომ ჩვენ შვილებზე ზრუნავთ ხომ უნდა ასწავლოთ ხომ უნდა ეცადოთ რომ სწორ გზაზე დააყენოთ?! და თქვენ თვლიდით რომ პატრულში დარეკვა იმ თემის გულისთვის რომ სკოლის კედლებზე რაღაც დაიწერა პატრული იყო სწორი გამოსავალი? რომ გეცადათ სხვა მეთოდით დალაპარაკება და ამ პრობლემის აღმოფხვრა არა?
შეიძლება 15 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ისეთი არაფერი გაუფუჭებია, რომელსაც გარდატეხის პერიოდი აქვს და ცოტა სათუთად გმართებთ ამ ასაკის ახალგაზრდებთან ურთიერთობა გამოსავალი პოლიციის გამოძახებაში ნახეთ?! ადვილია სხვაზე ხელის შეხოცვა! მაგ ასაკში ყველას გვქონია ის მომენტი, როდესაც ბევრჯერ არასწორად მოვქცეულვართ მაგრამ ამის გულისთვის არცერთ პედაგოგს არ მოსვლია ის აზრი, რომ პოლიციით გადაეჭრა ესეთი პრობლემები!!
ჩემი სწავლის პერიოდში იმ სკოლაში, სადაც ვსწავლობდი თითქმის მსგავსი ამბავი მოხდა ერთ-ერთმა მოზარდმა, რომელსაც ერთი გოგო უყვარდა მთელ სკოლის კედლებზე საღებავით დაწერა გოგოს სახელი და მიყვარხარ მიაწერა თითქმის მთელი სკოლის პერიმეტრზე და მახსოვს შემდეგ ამ ამბის განვითარება როგორ მოხდა!
რა თქმა უნდა დირექტორმა დაიბარა ის ბიჭი, რომელმაც მოხატა კედლები და ის გოგოც ვისი სახელიც ეწერა და ჰქონდათ ძალიან სერიოზული საუბარი რომ მას ეს არ უნდა ექნა და უნდა მოეძებნა სხვანაირი ფორმა! ზუსტად სწორი დირექტორის და დამრიგებლის სწორი პედაგოგიური მიდგომით მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე. ახალგაზრდებმა პირობა დადეს რომ ესე აღარ მოიქცეოდნენ და დირექტორმა გაათავისუფლა რამდენიმე გაკვეთილიდან ის მთლიანი კლასი სადაც ეს ბიჭი და ის გოგო სწავლობდნენ და ყველამ ერთად ახლიდან გადაღებეს კედლები!“ - წერს ბურდული.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.