logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: სკოლის დანაშაულს რატომ არ აღიარებთ?
- +

18 დეკემბერი. 2019. 18:59

 

დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სკოლის დანაშაულს რატომ არ აღიარებთ, იმ კერძო სკოლის, სადაც გადასახადი ძალიან ძვირია?! ბავშვს გარდაეცვალა მამა და სკოლიდან უფულობის გამო გამოუშვეს, რამაც მასში გააჩინა პროტესტის გრძნობა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, რისთვისაც სკოლამ 15 წლის ბიჭი დასაჯა.

 

უსინდისო სკოლამ მოატყუა ლუკას 15 წლის მეგობარი გოგონა, სიმართლე თქვი და პოლიციას არ შევატყობინებთო, მაგრამ პირობა დაარღვია, გოგონამაც გადაიჭრა ვენები, თვითმკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი!! იმ გამომძიებელს გვერდით უნდა მიუსვათ იმ სკოლის მესვეურებიც!!

 

ლუკას სულს კი ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!“ - წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner