logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი სერაფიმე: გთხოვთ, თავი შევიკავოთ ამდენი ნეგატივის გავრცელებისგან
- +

19 დეკემბერი. 2019. 10:41

 

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) სოციალურ ქსელში წერს:

 

„გთხოვთ! თავი შევიკავოთ ამდენი ნეგატივის გავრცელებისგან. გავუფრთხილდეთ უფროს და განსაკუთრებით მომავალ თაობას!“ - წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ  „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციას და მოსწავლეებს  შიდა ტერიტორიაზე დახვდათ წარწერა - „ამ ცხოვრების დედაც“, რის გამო სკოლამ შსს-ს  მიმართა.

 

აღნიშნულის შემდეგ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც „მწვანეს სკოლის“ ყოფილი მოსწავლეა, გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვიდან სახლში მისულმა ლუკამ თვითმკვლელობა სცადა, იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გამოხდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის  მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

საია-ს ინფორმაციით,  „მწვანე სკოლის“ მოსწავლემ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

 

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 15 წლის მოზარდზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს შეუჩერდათ უფლებამოსილება.

 

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეს  2 დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები იყვნენ ჩართული.

 

ლუკასთვის ჩატარებული ოპერაცია უშედეგო აღმოჩდა, ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.

 

15 წლის მოზარდი გარდაცვალების შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

 

თბილისის „მწვანე სკოლამ“ სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

 

ლუკად გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ყველა რეგიონში საპროტესტო აქცია გაიმართა. შენობებსა და ასაფლაზე გაჩნდა წარწერები - „ამ ცხოვრების დედაც!“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner