ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„90-იანი წლებია...უნივერსიტეტის (ცხადია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის!) რექტორად ახალი არჩეულია ბატონი რ ო ი ნ მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი. გარეთ 1992 წელია, ქალაქში ჯერ კიდევ არ დადის ტრანსპორტი!! მ ი უ ხ ე დ ა ვ ა დ უ მ ძ ი მ ე ს ი ეკონომიკური თუ სოციალური ყოფისა, უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები სასწავლო წლის ბოლოს, ანუ ზაფხულის განმავლობაში რემონტს ექვემდებარებოდა. სწავლა იწყებოდა სექტემბრის მეორე ან მესამე ორშაბათს და სტუდენტებს, ლექტორებს ეგებებოდა ახლად შეღებილი და გარემონტებული შენობები (აუდიტორიები, ლაბორატორიები, ტუალეტები, ფიზკულტურის დარბაზები, საპროფესორო!) ერთ-ერთი ასეთი სასწავლო წელი დაიწყო, რექტორმა მოიწვია სხდომა ვიწრო წრეში (რექტორატის სხდომა ეწოდებოდა, განსხვავებით აკადემიური სხდომისაგან!) და ერთ-ერთმა პრორექტორმა (თავს ვიკავებ მისი დასახელებისგან!) უეცრად ასეთი რამ წამოროშა: „რა კარგი იქნებოდა ამ ახლად შეღებილ კედლებს ეს სტუდენტები არ აფუჭებდნენო!“ ბატონ როინს გაუხედავს მისთვის, მზერა გაუჩერებია და შემდეგ..... იქ რა მოხდა და ვინ რა თქვა, არ ვიცი, მაგრამ...
მოკლედ, მეორე დღეს ის პრორექტორი მე აღარ მინახავს.... სკოლის დირექტორი ხარ თუ ბაღის, ან თუნდაც უმაღლესი სასწავლებლის, - თუ ტ**კი არ გაქვს მართვის და სტუდენტის ფასიც არ იცი, რა ლეღვი გინდა მაგ სავარძელში რომ აგდიხარ, შენი დედაც და მკვდარ-ცოცხალიც.... კედელი კი არა, ყველაფერი სტუდენტს, მოსწავლეს უნდა ემსახუროს... როგორ არ გავიხსენო ჩვენი, მეხუთე კორპუსის ბუფეტი და მისი დიასახლისი - თამარა... ვინმეს რამეს დაამადლიდა?! ზეპირად იცოდა ვის უჭირდა და ულხინდა... ვითომ ნისიაზე ატანდა, აჭმევდა... ასეთი უნივერსიტეტი, ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო მენატრება!“ - წერს სიამაშვილი.