logo_geo
eng_logo
ნუგზარ წიკლაურის მეუღლე ელისო ნიჟარაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

18 დეკემბერი. 2019. 18:56

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნუგზარ წიკლაურის ცოლი და „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილე, ელისო ნიჟარაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

როგორც „პრაიმტაიმმა“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაარკვია, დღეს სკოლის დირექტორის ორი მოადგილე გამოიკითხება. ერთის გამოკითხვა უკვე დაწყებულია, მეორე კი - დაბარებულია.

 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

მოზარდის ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა. ახლობლების თქმით, დაკითხვის დროს ლუკა სირაძეს „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის აღიარებას სთხოვდნენ.

 

შსს–მ 10 დეკემბერს „112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გამომძიებელი ქალი, მარიამ ჩოლოიანი, რომელმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხა დააკავეს.

 

„მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმის გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ამბობდა, რომ მოზარდის გამოკითხვა დედასთან ერთად მიმდინარეობდა.

 

„კომუნიკაცია ბავშვთან ხდებოდა დედის მონაწილეობით, მოზარდი არ ყოფილა დედის გარეშე. მთელ პროცესს დედა ესწრებოდა. როგორც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მოზარდი სამი საათის განმავლობაში დედის გარეშე ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამბობს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი.

 

გამომძიებელი განმარტავს, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელმა დედისგან განმარტოებით და იმავე სივრცეში მარტო გაიყვანა. მისივე თქმით, ეს დედისა და შვილს შორის უთანხმოების გამო გახდა აუცილებელი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner